გოლოვინი
Aa
Aa

გოლოვინი "ჩელსის" შეუთანხმდა

რუსეთის ნაკრებისა და „ცსკას“ ამომავალი ვარსკვლავი, ალექსანდრ გოლოვინი ტურინის „იუვენტუსისა“ და ლონდონის „ჩელსის“ ინტერესთა სფეროშია.

როგორც ბრიტანული გამოცემა BBC-ი წერს, გოლოვინის წარმომადგენლებმა „ჩელსისთან“ კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს და მხარეები გარიგების გაოფიციალურების შესახებ, უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.

რაც მთავარია, ლონდონელებმა „ცსკა“-სთან სატრანსფერო ფასზეც მოილაპარაკეს, რაც ნიშნავს, რომ 22 წლის ფეხბურთელის „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლას ხელს ვერაფერი შეუშლის.

გარიგების ღირსებულება არ ხმაურდება, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ „არისტოკრატებს“ ტრანსფერი 25-30 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

ალექსანდრ გოლოვინი მოსკოველთა ძირითად გუნდში 2014 წელს დააწინაურეს და არმიელთა ლიდერად მალევე იქცა. შრომისმოყვარე ნახევარმცველს რუსეთის ეროვნული ნაკრების ფორმით, უკვე 23 შეხვედრაში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები