მუნდიალის ფინალისას მოედანზე შეჭრილ რუსეთის მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს
Aa
Aa

მუნდიალის ფინალისას მოედანზე შეჭრილ რუსეთის მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს

მოსკოვის სასამართლომ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე, მოედანზე შეჭრის გამო 4-დან ერთ-ერთს 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ვერონიკა ნიკულშინა საფრანგეთისა და ხორვატიის დაპირისპირების დროს მინდორზე პოლიციის ფორმაში გადაცმული შეიჭრა. მოსამართლემ ნიკულშინას 3 წლის ვადით, სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლებაც ჩამოართვა.

ვერონიკა ნიკულშინა მოძრაობა „ფუსი რაიოტის“ წევრია, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართული აქციებით გამოირჩევა. მასთან ერთად დაკავებულია ის 3 თანამოაზრეც, რომლებიც მინდორზე ვერონიკასთან ერთად შეიჭრნენ. მათი სასამართლო პროცესი მოგვიანებით გაიმართება, თუმცა წინასწარ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სასამართლო მათაც მსგავს განაჩენს გამოუტანს.

ფინალური მატჩი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ხორვატიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან ერთად უყურებდა, მეორე ტაიმის დასაწყისში შეწყდა, თუმცა სტიუარდებმა მოედანზე შეჭრილების დაკავება მალევე მოახერხეს და მატჩი 25 წამში გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები