უსეინ ბოლტი სინჯებს „ცენტრალ ქოუსთ მარინერში“ გაივლის
Aa
Aa

უსეინ ბოლტი სინჯებს „ცენტრალ ქოუსთ მარინერში“ გაივლის

რვაგზის ოლიმპიურ ჩემპიონს საფეხბურთო კარიერის გაგრძელების შანსი მიეცა, ბოლტი სინჯებზე ავსტრალიის პირველი დივიზიონის გუნდმა „ცენტრალ ქოუსთ მარინერმა“ მიიწვია. 31 წლის უსეინმა, მძლეოსნობას თავი შარშან დაანება და ამის შემდეგ პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერის აწყობას ცდილობს.

სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ბოლტი ავსტრალიურ გუნდთან 6 კვირიან სინჯებს გაივლის და წარმატების შემთხვევაში კარიერას A-League-ში გააგრძელებს.

ბოლტის საკითხთან დაკავშირებით „მარინერსმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ვადასტურებთ, რომ კლუბი მოლაპარაკებებს ოლიმპიურ ჩემპიონთან და მსოფლიო რეკორდის მფლობელთან აწარმოებს და მას გუნდში სინჯების გავლას სთვაზობს. „ცენტრალ ქოუსთ მარინერსი“ დეტალებს „მსოფლიოს ყველაზე სწრაფ ადამიანთან“ და მის მენეჯერებთან აზუსტებს და იმედი გვაქვს მის პროფესიონალ ფეხბურთელად ქცევაში დიდ წვლილს შევიტანთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოლაპარაკებები 6 კვირიან სინჯებზე მიმდინარეობს და გარანტირებულ კონტრაქტზე საუბარი ჯერჯერობით არაა“.

იამაიკელ სპრინტერს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისი აგენტის, ტონი როლისის მიხედვით დეტალები

ცხელი ამბები