კავაისთან ყველაზე ახლოს „ტორონტოა“
Aa
Aa

კავაისთან ყველაზე ახლოს „ტორონტოა“

„სან ანტონიოსა“ და კავაი ლეონარდის საგა გრძელდება, როგორც ჩანს ტეხასელებს მის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრს ითხოვენ, რაც ლეონარდის წასვლის ვარიანტებს უფრო და უფრო ამცირებს. ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კავაის საკუთარ რიგებში ხილვის ყველაზე მაღალი შანსი „ტორონტოს“ აქვს.

ამერიკული გამოცემის წარმომადგენელმა, ბრაიან უინდჰორსტმა, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა: „ვფიქრობ კავაის გადმობირების ყველაზე მაღალი შანსი „რეპტორსს“ აქვს. მიმაჩნია,რომ „ლეიკერსი“ და „ფილადელფია“ დანებდნენ, ხოლო „ნეთსს“, „ბულსს“ და „ჰოქსს“ მის შესანარჩუნებლად საჭირო სახელფასო ჭერი არ აქვს. ამიტომ მჯერა, რომ კავაი სწორედ „ტორონტოში“ გადავა“.

რას მიიღებს „სან ანტონიო“ სანაცვლოდ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ტეხასელები საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეს სერიოზული წინადადების გარეშე არ დათმობენ. გავრცელებული ინფორმაციით კანადელები დემარ დეროუზანის, პასკალ სიაკამის და 2019 წლის პირველი რაუნდის არჩევანის უფლებას შესთავაზებენ, რამდენად მისაღები იქნება ეს გრეგ პოპოვიჩის გუნდისთვის, ამას მომავალი გვიჩვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები