ლეონარდო
Aa
Aa

ლეონარდო "მილანში" დაბრუნებასთან ახლოსაა

იტალიური პრესის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ ლეონარდო თავის ყოფილ კლუბ "მილანში" დაბრუნდეს და გენერალური მენეჯერის პოსტი დაიკავოს. მილანელებსა და ლეონარდოს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როგორც ირკვევა, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

მეორე საკითხია, რომ "როსონერის" ოფიციალური ფან კლუბი - Curva Sud-ი ბრაზილიელის დაბრუნების წინააღმდეგია და ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. Curva Sud-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უმჯობესია, კლუბში ნებისმიერი "მილანისტა" მოვიდეს, ვიდრე - ლეონარდო, რომელიც 2010 წელს, 7 თვის განმავლობაში "ინტერის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

ლეონარდო "როსონერის" რიგებში 1997-2001 და 2002-2003 წლებში თამაშობდა. მან კლუბის მაისურით 124 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი შეაგდო. 2009-2010 წლების სეზონში, "შავ-წითელთა" მთავარი მწვრთნელი იყო, იქამდე კი ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

48 წლის ბრაზილიელი, ბოლო წლებში ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" სპორტული დირექტორის პოსტზე გვევლინებოდა, 2017 წელს კი რამდენიმე თვით თურქულ "ანტალიასპორს" წვრთნიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები