Aa
Aa

ჩემპიონების ცეკვა - უიმბლდონის გრანდიოზული "საჩემპიონო ვახშამი"

უიმბლდონის 2018 წლის გათამაშება უკვე ისტორიის კუთნილებაა. ქალთა შორის ტიტული ანგელიკ კერბერმა მოიგო, მამაკაცთა თანრიგში კი ნოვაკ ჯოკოვიჩმა იპირველა.

კერბერმა დიდი სლემის მე-3 ტიტული მოიპოვა. მან 2016 წელს, ავსტრალიისა და ამერიკის ღია პირველობებზე იმარჯვა. შესაბამისად, 30 წლის გერმანელს "კარიერული სლემის" შესასრულებლად, როლან გაროსის მოგება სჭირდება.

ჯოკოვიჩმა 2016 წლის შემდეგ, დიდი სლემის პირველ ფინალში ითამაშა და კარიერაში მე-13 მუზარადის მოგება შეძლო. სერბმა უიმბლდონის საჩემპიონო თასი მეოთხედ დაისაკუთრა.

ტურნირის "ტვიტერის" ოფიციალურმა გვერდმა, 2018 წლის გათამაშება შეაჯამა და განსაკუთრებული მომენტები ერთ ვიდეოში შემოგვთავაზა. 

ტრადიციულად, გაიმართა "საჩემპიონო ვახშამიც", რომელზეც ჯოკოვიჩი მეუღლესთან, ელენა რისტიჩთან ერთად მივიდა, კერბერს კი მშობლები ახლდა. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები