Aa
Aa

ბუფონის წარუმატებელი დებიუტი - 2:4 მარცხი მე-3 ლიგის გუნდთან

ჯანლუიჯი ბუფონმა ახალი გუნდის, "პარი სენ ჟერმენის" მაისურით მზადება დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო, გუშინ კი პირველი მატჩი გამართა, რომელშიც პარიზელები, საფრანგეთის მე-3 ლიგის წარმომადგენელ "შამბლის" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა "პსჟ"-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა და ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თითქმის დუბლშემადგენლობით იასპარეზა, თუმცა შედეგი მაინც მოულოდნელი გახლდათ. "შამბლი" სახელოვან მოწინააღმდეგეს ჯერ 3:0-ს ამარცხებდა, საბოლოოდ კი 4:2 მოუგო.

ბუფონმა თამაში ძირითადში დაიწყო და მოედანზე საწყისი 41 წუთი გაატარა. იტალიელის კარში 2 გოლი გაიტანეს, მათ შრორის ერთ-ერთი პენალტიდან. ლეგენდარულმა მეკარემ, ტაიმის ბოლოს, ადგილი რემი დეშამს დაუთმო, რომელსაც ბრწყინვალე გოლი გაუტანეს, როცა მახვილი კუთხიდან, ბურთი თავზე მოხდენილად გადაუგდეს.

პარიზელებს ადრიენ რაბიო კაპიტნობდა, ძირითადში იყვნენ ხესე როდრიგესი და ჟორჟ ვეას ვაჟი, ტიმოტი ვეა, საერთო ჯამში კი ტომას ტუხელმა შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:

პსჟ: ბუფონი (დეშამი; 41) - ჟორჟენი, მბე სოჰი (სისაკო; 51), რიმანე, ნსოკი - ტუფიქი (დაგბა; 38), რაბიო (ზაგრე; 41), ბერნედე - ვეა, ხესე როდრიგესი (პოსტოლაჩი; 61), პოსტოლაჩი (ფრესანჟი; 51).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები