რაკიტიჩის შესანისნავი მაჩვენებელი - ხორვატი ყველაზე მეტს თამაშობს
Aa
Aa

რაკიტიჩის შესანისნავი მაჩვენებელი - ხორვატი ყველაზე მეტს თამაშობს

2017-2018 წლების საფეხბურთო სეზონი ხორვატიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ნახევარმცველისთვის ივან რაკიტიჩისთვის უდაოდ გამორჩეული იყო.

30 წლის ფეხბურთელმა აწ უკვე დასრულებულ კალენდარულ წელში ყველაზე მეტი 71 მატჩი ჩაატარა.

მსოფლიოს მასშტაბით მოედანზე რაკიტიჩზე მეტი დრო არცერთ ფეხბურთელს არ გაუტარებია.ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში რაკიტიჩი მოდრიჩთან ერთად შეუცვლელი ფიგურაა. ასევე ხდება კლუბშიც. „ბარსელონაში“ რაკიტიჩი ვალვერდეს საყვარელ მოთამაშედ ითვლება. მას პრაქტიკულად არ ცვლიან.

საკლუბო დონეზე შესრულებული დუბლის შემდეგ ივან რაკიტიჩმა მუნდიალის ფინალიც ითამაშა. მიუხედავად დასანანი მარცხისა, ფეხბურთელისთვის სეზონი მაინც გამორჩეული იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები