ოფიციალურად! 22 სექტემბერი - ჯოშუა VS პოვეტკინი
Aa
Aa

ოფიციალურად! 22 სექტემბერი - ჯოშუა VS პოვეტკინი

ენტონი ჯოშუა IBF-ის, WBA-ის და WBO-ის ქამრებს ალექსანდრ პოვეტკინის წინააღმდეგ 22 სექტემბერს „უემბლის“ სტადიონზე დაიცავს. ვლადიმირ კლიჩკოს დამარცხების შემდეგ ბრიტანელი „უემბლიზე“ პირველ ბრძოლას გამართავს. ენტონის წინა ორი დაპირისპირება კარდიფის მოედანზე ჩაატარა, სადაც დაუმარცხებელმა მოკრივემ ნოკაუტით ჯერ კარლოს ტაკამი დააგდო, ხოლო შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით ჯოზეფ პარკერს სძლია.

„ერთი სული მაქვს რინგზე როდის გავალ. პოვეტკინი ძლიერი მოკრივეა, რომლის დაუფასებლობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ვარჯიში დიდი ხანია არ შემიწყვეტია და იმედი მაქვს, რომ ბრძოლას იდეალურ ფიზიკურ და მენტალურ კონდიციებში შევხვდები“. - განაცხადა ენტონი ჯოშუამ.

რაც შეეხება პოვეტკინს, ამ უკანასკნელმა ბოლო შეხვედრაში დევიდ პრაისი ნოკაუტით დაამარცხა და ჯოშუასთან ბრძოლისთვის სრულ მზადყოფნაში იმყოფება.

„მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა დიდი ხანია ჩემი მიზანია. ენტონი ჯოშუას სამი ქამარი აქვს და სამივეს დასაკუთრება მსურს. ერთი სული მაქვს „უემბლიზე“ როდის დავბრუნდები და დარწმუნებული იყავით, რომ ეს მატჩი ენტონისთვის უდიდესი გამოცდა იქნება“.

ცხელი ამბები