ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემა გადაეცემათ
Aa
Aa

ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემა გადაეცემათ

16 ივლისს, 16:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში  ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის ანალიტიკური სისტემა ოფიციალურად გადაეცემათ. ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების დირექტორები და მწვრთნელები დაესწრებიან.

დღესვე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ანალიტიკოსი, ირაკლი ჩიტაური კლუბების წარმომადგენლებს პოლარის სისტემის შესახებ პრეზენტაციის სახით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბები პოლარის ანალიტიკური სისტემით  ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ.

eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები