მბაპე:
Aa
Aa

მბაპე: "პარი სენ ჟერმენში" ვრჩები"

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო. პირველად 1998 წელს, როცა კილიან მბაპე დაბადებულიც არ იყო, მეორედ კი 19 წლის მბაპესთან ერთად, რომელიც გუნდის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი გახლდათ.

მსოფლიო ფეხბურთის მომავლის სუპერვარსკვლავზე დიდი მოთხოვნაა და მას არაერთ ევროპულ გრანდთან აკავშირებენ. არადა, იდეაში, მბაპე ახლაც გრანდის რიგებში თამაშობს, რომლის შემადგენლობაშიც ახლახანს, თვით ჯიჯი ბუფონი გადავიდა.

ხორვატიასთან მოგებული ფინალური მატჩის შემდეგ, მბაპეს ჟურნალისტები მის მომავალზე დაეკითხნენ და თინეიჯერ შემტევს მოკლე კომენტარის გაკეთება მოუწია: "პარი სენ ჟერმენში დავრჩები და ჩემს საფეხბურთო გზას მასთან ერთად გავაგრძელებ. ჯერ მხოლოდ კარიერის დასაწყისი მაქვს".

კილიან მბაპე მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. იგი პელეს შემდეგ, მე-2 თინეიჯერია, რომელმაც ჩემპიონატის ფინალში გოლის გატანა მოახერხა.

საერთო ჯამში, მბაპემ განვლილ მუნდიალზე 4 გოლი შეაგდო - პერუსთან, არგენტინასთან (2) და ხორვატიასთან. რაც შეეხება გასულ საკლუბო სეზონს, "პსჟ"-ს ფორმით ყველა ტურნირის ჩათვლით 21 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები