კონორ მაკგრეგორი მორიგ სკანდალში გაეხვა
Aa
Aa

კონორ მაკგრეგორი მორიგ სკანდალში გაეხვა

კონორ მაკგრეგორი, კვლავ კრიტიკის ობიექტად იქცა. ამჯერად იგი მსოფლიო ჩემპიონატზე ვლადიმირ პუტინის მისამართით გაკეთებული ფრაზის გამო გააკრიტიკეს. მუნდიალზე ყოფნისას მან რუსეთის პრეზიდენტს „თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერი“ უწოდა...

კონორმა ინსტაგრამზე პუტინთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და თან ასეთი ტექსტი დაურთო.

„დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სტუმრის სტატუსით ვიმყოფებოდი. ეს ადამიანი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერია და ჩემთვის ასეთ ეპოქალურ ღონისძიებაზე მასთან ერთად დასწრება უდიდესი პატივია. ბატონო პუტინ, დღევანდელი დღე უდიდესი პატივი იყო. მადლობას გიხდით და საოცარი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას გილოცავთ“.

მაკგრეგორის განცხადებას „ტვიტერზე“ სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა, ერთ-ერთმა სოციალური ქსელის მომხმარებელმა ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „კონორ მაკგრეგორის ჯამბაზობის კიდევ ერთი მაგალითი, ყბედობას თავი დაანებე და UFC-ის მიხედე".

ცხელი ამბები