რონალდუს ტრანსფერის გავლენა - ფინანსები, მარკეტინგი და აქციებზე ფასის ზრდა
Aa
Aa

რონალდუს ტრანსფერის გავლენა - ფინანსები, მარკეტინგი და აქციებზე ფასის ზრდა

კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ მადრიდის „რეალმა“ ფინანსური და მარკეტინგული კუთხით საკმაოდ დიდი ზარალი ნახა.

პორტუგალიელ ფეხბურთელს სოციალურ ქსელებში 330 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს და ის ამ მაჩვენებლით მესისა და ნეიმარს საგრძნობლად უსწრებს.

რონალდუ მადრიდული კარიერის დროს სპონსორებისთვის სეზონში 400 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, ხოლო „რეალისთვის“ 250 მილიონს.

სოციალურ ქსელებში მადრიდის „რეალის“ მიმდევრების 100%-დან 43% რონალდუზე მოდიოდა და 57% მთელს გუნდზე. რთული მისახვედრი არ არის თუ რამხელა დანაკარგი განიცადა „ბლანკოსმა“.

თავის მხრივ ლა ლიგასაც დიდი დარტყმა აქვს მიყენებული. შარშან ნეიმარის წასვლის შემდეგ, წელს ესპანეთი რონალდუმაც დატოვა.

ასეთი ტრანსფერები ლა ლიგაზე როგორც ბრენდზე უარყოფითად ისახება და ბუნებრივია ეს ფინანსურ მხარეზეც ახდენს ზეგავლენას.

სამაგიეროდ „იუვენტუსის“ აქციების ფასმა ბოლო დღეებში 30%-ით მოიმატა. Instagram-ზე კი ტურინელებს მიმდევართა 11%-ანი ზრდა აქვთ.

უკანასკნელ კვირაში „ბებერ ქალბატონს“ 1,1 მილიონი მიმდევარი შეემატა, რაც რა თქმა უნდა რონალდუს დამსახურებაა.

ერთადერთი რასაც წაგება არ უნახავს ეს რონალდუს საბანკო ანგარიშია. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ 33 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც მის ანგარიშზე ყოველწლიურად 30 მილიონი ევრო დაირიცხება.

ამ ასაკის მოთამაშეებს შორის ასეთი მომგებიანი კონტრაქტი ევროპაში არასდროს არავის გაუფორმებია.

ტურინის „იუვენტუსმა“ რონალდუს ტრანსფერით უდიდესი მოგება ნახა და ეს ყველაფერი ეტაპობრივად კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები