მენი პაკიაომ ლუკას მატისე დაამარცხა
Aa
Aa

მენი პაკიაომ ლუკას მატისე დაამარცხა

მენი პაკიაომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია. გამთენიისას, კუალა ლუმპურში გამართულ ორთაბრძოლაში „პაკმენმა“ ლუკას მატისე მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. 39 წლის ფილიპინელმა შესანიშნავად იასპარეზა და 15000 გულშემატკივარის გული დაიპყრო. პაკიაომ 2009 წლის შემდეგ ნოკაუტით პირველად იმარჯვა და WBA-ის ნახევრადსაშუალო წონითი კატეგორიის ქამარი დაისაკუთრა. მენის კარიერაში 60 მოგება 7 წაგება და 2 ფრე დაუგროვდა.

 

მატჩისშემდგომ ინტერვიუში მენიმ განაცხადა: „ამ გამარჯვებისთვის პირველ რიგში მადლობას ღმერთს ვუხდი. ეს ყველაფერი მას და ფილიპინელ ხალხს ეძღვნება. ჩემი ქვეყნის და პრეზიდენტს დიდი მადლიერი ვარ, დარწმუნებული ვარ ბრძოლა ყველა მათგანმა ნახა“.

 

„ორთაბრძოლისთვის იდეალურად მოვემზადეთ, სამწვრთნელო შტაბმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა, რაც შეეხება შეხვედრას, ტემპს ვაკონტროლებდი და მეტოქეს შეტევების განხორციელების საშუალებას არ ვაძლევდი. მატისე ძლიერი მოკრივეა და სიმართლე გითხრათ მისი სამჯერ ნოკდაუნში ჩაგდებას ნამდვილად არ ველოდი. ყველაფერი მოთმინების და მუშაობის შედეგია, მიხარია, რომ წარმატებას მივაღწიე“.

 

დამარცხებულმა მატისემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნისნა: „ხან მოიგებ, ხან წააგებ, დღეს ჩემი ჯერი იყო და მე საოცარ მოკრივესთან და ნამდვილ ლეგენდასთან დავმარცხდი“.

ცხელი ამბები