ოფიციალურად: ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრებიდან დაითხოვეს
Aa
Aa

ოფიციალურად: ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრებიდან დაითხოვეს

დღეს ცნობილი გახდა, რომ ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის.

ამ ინფორმაციას არგენტინული პრესა ოფიციალურად ადასტურებს.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, სამპაოლის დათხოვნის შემთხვევაში 20 მილიონიანი ბონუსი უნდა მიეღო, თუმცა ხორხეს გაცილებით ნაკლებს გადაუხდიან.

სამწვრთნელო შტაბის წევრთა ნაწილმა თანამდებობები თავისი ნებით დატოვეს და ხსენებული 20 მილიონი 8-მდე ჩამოვიდა.

ამ ეტაპზე მაინც უცნობი რჩება, თუ რა თანხას გადაუხდის ფედერაცია სამპაოლის.

58 წლის სპეციალისტმა „ალბისელესტეს“ 15 შეხვედრაში უხელმძღვანელა, რომელთაგან არგენტინამ 7 მოიგო, 4 წააგო და 4 ფრედ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების გაწვრთნას შემდეგ სპეციალისტებს სთავაზობენ: მარსელო გალიარდო, მატიას ალმეიდა, რიკარდო გარეკა, მაურისიო პოჩეტინო და დიეგო სიმეონე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი მათგანია ფავორიტი. ასევე უცნობია გააგრძელებს, თუ არა ლეო მესი სანაკრებო კარიერას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები