საუკეთესო გიორგი ხარაიშვილი - ქართველის გოლი და გამარჯვება
Aa
Aa

საუკეთესო გიორგი ხარაიშვილი - ქართველის გოლი და გამარჯვება

შვედეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში ''გიოტებორგმა'' შინ 2:0 დაამარცხა ''ორებრო.'' ანგარიში გამარჯვებულთა ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა გახსნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ამინ აფანეს საგოლე გადაცემით ისარგებლა. 

Sofascore-ს ვერსიით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხარაიშვილი იყო, რომლის თამაში 7,8 ქულით შეფასდა.

 

გიორგი ხარაიშვილი მიმდინარე წლის თებერვალში ''საბურთალოდან'' შვედურ კლუბში გადავიდა, რომლის მაისურით შვედეთის ჩემპიონატის მე-10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. 21 წლის ნიჭიერმა მოთამაშემ შვედეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ხუთ მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა, რაც ნიშნავს რომ ხარაიშვილი საუკეთესო ფორმაში შედის.

''ორებროსთან'' მიღწეული გამარჯვებით ხარაიშვილის გუნდმა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.16-გუნდიან ჩემპიონატში ''გიოტებორგი'' 16 ქულით მე-11 ადგილზეა.

პორტუგალიურ კლუბებს, ''შავეშსა'' და ''რიუ ავეს'' შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. ''რიუ ავემ'' 2:1 გაიმარჯვა. ანგარიში მე-9 წუთზე ''შავეშის'' ახალწვეულმა ავთო ებრალიძემ გაიტანა. ქართველმა შემტევმა ''შავეში'' დააწინაურა, თუმცა შემდგომ ''რიუ ავემ'' 2 გოლი შეაგდო და გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ებრალიძემ სადებიუტო მატჩში ''რიუ ავეს'' ქართველ მეკარე გიორგი მაკარიძეს გაუტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები