Aa
Aa

კერბერმა სერენა დაამარცხა - გერმანელის პირველი უიმბლდონი და მე-3 დიდი სლემი!

უიმბლდონის 2018 წლის ქალთა თანრიგის გამარჯვებული ანგელიკ კერბერი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში, ტურნირის 7 გზის ჩემპიონი, სერენა უილიამსი დაამარცხა.

კერბერი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და შეხვედრა მხოლოდ 67 წუთში, ფინალისთვის არცთუ შესაფერისი ანგარიშით - 6:3; 6:3 დაასრულა, რითაც 1996 წლის შემდეგ, პირველი გერმანელი გახდა, რომელმაც უიმბლდონის ჩემპიონობა მოიპოვა - მაშინ ეს ტიტული ლეგენდარულმა შტეფი გრაფმა მოიგო.

სერენა უილიამსი უიმბლდონის ფინალში მეათედ თამაშობდა, კერბერი კი - მეორედ, თანაც პირველადაც სერენას მოწინააღმდეგე გახლდათ. 2016 წლის ფინალში, ამერიკელმა მეტოქეს 7:5; 6:3 მოუგო.

ანგელიკ კერბერმა დიდი სლემის მე-3 ტურნირი მოიგო. მან 2016 წელს, ავსტრალიისა და ამერიკის ღია პირველობებზე იმარჯვა. შესაბამისად, 30 წლის გერმანელს "კარიერული სლემის" შესასრულებლად, როლან გაროსის მოგება სჭირდება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ უმცროსმა უილიამსმა მშობიარობის შემდეგ, დიდი სლემის პირველ ფინალში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები