ანდერსონმა და ისნერმა უიმბლდონის ახალი ისტორია დაწერეს - ყველაზე ხანგრძლივი მატჩი 1/2 ფინალში...
Aa
Aa

ანდერსონმა და ისნერმა უიმბლდონის ახალი ისტორია დაწერეს - ყველაზე ხანგრძლივი მატჩი 1/2 ფინალში...

დიდი სლემის ტურნირებს შორის, უიმბლდონი უძველესი ტურნირია და იგი 1877 წლიდან მოყოლებული ტარდება. წლევანდელ გათამაშებაში კი ისტორიული რეკორდი დამყარდა და 1/2 ფინალური მატჩი 6 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.

კევინ ანდერსონმა და ჯონ ისნერმა თამაში გადამწყვეტ პარტიამდე მიიყვანეს, რომელიც 2 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა, საბოლოოდ კი ანდერსონის გამარჯვებით - 26:24 დასრულდა.

მსოფლიო ჩოგბურთის ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა, ასევე უიმბლდონზე ჩატარდა და მასშიც ჯონ ისნერი მონაწილეობდა. 2010 წელს, გიგანტმა ამერიკელმა და ფრანგმა, ნიკოლა მაიუმ გადამწყვეტი სეტი ანგარიშით - 70:68 დაასრულეს, რითაც ამ სპორტის ისტორიაში, ალბათ, სამუდამოდ შევიდნენ.

ამრიგად, 6 საათისა და 36 წუთი კორტზე ყოფნის შედეგად, ანდერსონმა და ისნერმა უმბლდონის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ნახევარფინალურ მატჩში მიიღეს მონაწილეობა. თამაშის საბოლოო ანგარიშია - 7:6; 6:7; 6:7; 6:4; 26:24.

კევინ ანდერსონი დიდი სლემის ტურნირების ფინალში მეორედ გავიდა. მან გასული წლის ამერიკის ღია პირველობის გადამწყვეტი შეხვედრა, რაფა ნადალთან წააგო, რომელსაც, შესაძლოა, ახლაც დაუპირისპირდეს. ესპანელი მეორე ნახევარფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩს ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები