20 წლის ქართველი ძალოსანი მსოფლიოს ჩემპიონია ! - სამი მედალი ტაშკენტში
Aa
Aa

20 წლის ქართველი ძალოსანი მსოფლიოს ჩემპიონია ! - სამი მედალი ტაშკენტში

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძალოსანთა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. 105 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს 20 წლამდე ნაკრების წევრმა ატაცში 163 კგ, 168 კგ და 171 კგ. აწია, ხოლო აკვრაში 201 კგ, 205 კგ, და 2011 კგ.

ჩხეიძემ ორჭიდის ჯამში 382 კილოგრამი დააგროვა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ A ჯგუფის ექვს მონაწილეს შორის ჩხეიძე ერთადერთი იყო, რომელსაც ცდა არ გაუფუჭებია.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძესა და ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელ მალხაზ ლომთაძეს ტაშკენტში მხოლოდ 3 სპორტსმენი ჰყავდათ წაყვანილი, მათგან ორმა ოქრო მოიპოვა.
ორიოდ დღის წინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა რევაზ დავითაძემ (85 კგ.) მოახერხა.

 

შეგახსენებთ, 20-წლამდე ძალოსანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე 86 კგ. წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. პირველ ცდაზე რევაზ დავითაძემ 160 კგ. აწია ატაცში, მეორე ცდაზე კი 164 კგ.

ძალოსანს მხოლოდ მესამე ცდაზე არ გაუმართლა, როცა 166 კგ. ატაცში ვერ აწია. მიუხედავად მესამე წარუმატებელი გამოსვლისა, დავითაძეს ოქროს მედალი ერგო.

''მსოფლიოს ჩემპიონატზე 86 კგ. წონით კატეგორიაში მე და ნოდარ კაკაბაძე ვმონაწილეობდით. სამწუხაროდ, ნოდარი საუკეთესო სამეულში ვერ მოხვდა, თუმცა მას შემდეგ წელსაც შეუძლია აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მიღება. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელს ნოდარი მედალს მოიპოვებს.

მიხარია, რომ შრომამ შედეგი გამოიღო და ოქროს მედალი დამსახურებულად მივიღე. დიდი მადლობა სპორტის სამინისტროს, სპონსორებსა და ჩვენს ძვირფას გულშემატკივრებს'' - აღნიშნა დავითაძემ.

 

ცხელი ამბები