ოფიციალურად: ფიფამ 2022 წლის მუნდიალის ჩატარების პერიოდი გამოაცხადა!
Aa
Aa

ოფიციალურად: ფიფამ 2022 წლის მუნდიალის ჩატარების პერიოდი გამოაცხადა!

რუსეთში მიმდინარე ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ამას ფიფასთვის ხელი არ შეუშლია, რომ მომდევნო მუნდიალის ჩატარების თარიღი გამოეცხადებინა.

მომდევნო, რიგით 22-ე ჩემპიონატი ყატარში გაიმართება და მისი ჩატარების პერიოდთან დაკავშირებით ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

"მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. ამ ეტაპზე მსჯელობა მიდის იმაზე, რამდენი გუნდი იქნება ჩემპიონატზე - 32 თუ მეტი, მაგალითად - 48. ჩვენ ყატართან შეთანხმება გვაქვს, რომელიც კონტრაქტითაა დადასტურებული". - აცხადებს ინფანტინო.

შესაბამისად, ცვლილებები შეეხება საკლუბო სეზონსაც და სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონატის მესვეურებს განრიგში გარკვეული კორექტივების შეტანა მოუწევთ.

აღსანშნავია, რომ აქამდე გამართული ყველა მუნდიალი ზაფხულში გაიმართა და 2022 წელს, პირველი შემთხვევა იქნება, როცა ჩემპიონატი შემოდგომაზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები