მუნდიალის ფინალს ნესტორ პიტანა იმსაჯებს
Aa
Aa

მუნდიალის ფინალს ნესტორ პიტანა იმსაჯებს

ფიფას გადაწყვეტილებით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას არგენტინელი რეფერი, ნესტორ პიტანა განსჯის.

43 წლის სამხრეთ ამერიკელმა მიმდინარე ტურნირზე უკვე 4 თამაში იმსაჯა - რუსეთი-საუდის არაბეთი, მექსიკა-შვედეთი, ხორვატია-დანია და ურუგვაი-საფრანგეთი. სიმბოლურია, რომ ამ ჩემპიონატის გახსნის მატჩის გაძღოლაც პიტანა მოუწია და ბოლო დაპირისპირებასაც იგი მოემსახურება.

ნესტორ პიტანა მე-2 არგენტინელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს იმსაჯებს. 2006 წელს, მსგავსი პატივი ორასიო ელიზონდოს ეგრო, რომლის გვარიც, ზიდანი-მატერაცის ცნობილი ეპიზოდის გადამკიდე, ბევრს ემახსოვრება.

პიტანამ, რომელიც პროფესიით მსახიობია და რამდენიმე როლიც აქვს ნათამაშები, ფიფას კატეგორიის მსაჯის წოდება 2010 წელს მიიღო.

საფრანგეთი და ხორვატია კვირას, 15 ივლისს, მოსკოვის "ლუჟნიკების" სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები