აიზეა ტომასი კარიერას ''დენვერში'' გააგრძელებს
Aa
Aa

აიზეა ტომასი კარიერას ''დენვერში'' გააგრძელებს

ESPN-ის ინფორმაციით, თავისუფალმა აგენტმა, აიზეა ტომასმა, კარიერის ''დენვერში'' გაგრძელება გადაწყვიტა. ''ლეიკერსის'' ყოფილმა გამთამაშებელმა ''ნაგეთსთან'' ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ანაზღაურება 2 მილიონი დოლარი იქნება.

ტომასი კოლორადოელების საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტს, ტიმ კონელის და გუნდის მთავარ მწვრთნელს, მაიკლ მელოუნს, ლას ვეგასში შეხვდა და მათთან დენვერის მიზნები და საკუთარი როლი განიხილა. ნაგეთსი წლებია ფლეი-ოფში გაღწევას ცდილობს და ტომასის დამატების კოლორადოელები ნებისმიერ გუნდს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ.

აიზეამ 2017-18 წლების სეზონში ტომასმა 32 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 15.2 ქულას, 2.1 მოხსნას და 4.8 გადაცემას აგროვებდა. 29 წლის გამთამაშებელი მოედნიდან 37.4 პროცენტით ხოლო სამიანიდან 29.3-ით უტევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები