''არ გვეშინია, რომ ფრანგები თამაშიდან მოდრიჩის გამოთიშვას შეეცდებიან''
Aa
Aa

''არ გვეშინია, რომ ფრანგები თამაშიდან მოდრიჩის გამოთიშვას შეეცდებიან''

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მოახლოებული ფინალის წინ ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.

„ჩვენ არ გვეშინია, რომ ფრანგები თამაშიდან მოდრიჩის გამოთიშვას შეეცდებიან, რადგან სხვა მაღალი დონის მოთამაშეებიც გვყავს.

მიუხედავად იმისა თუ როგორ დასრულდება ფინალი, მოდრიჩი ტურინირის საუკეთესო მოთამაშის წოდებას იმსახურებს.

ბედნიერები ვიქნებით თუ ამის შემდეგ ლუკა ოქროს ბურთსაც მოიგებს.

მან საკლუბო დონეზე ყველაფრის მოგება შეძლო და ნაკრებში მიღწეული წარმატება მისი კარიერის ნამდვილი გვირგვინი იქნება“.

ლუკა მოდრიჩს ფინალში გამარჯვების შემთხვევაში ოქროს ბურთის მოგების რეალური შანსი ექნება. ხორვატმა წლევანდელ სეზონში „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და ხორვატიის ფინალური მატჩი 15 ივნისს თბილისის დროით 19:00 საათზე მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები