ტაისონ ფიურის მომავალი მეტოქის ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

ტაისონ ფიურის მომავალი მეტოქის ვინაობა ცნობილია

ტაისონ ფიურის მომავალი მეტოქის ვინაობა ცნობილია. ბრიტანელი მოკრივე დაბრუნების შემდეგ რიგით მეორე ბრძოლას ფრანჩესკო პიანეტას წინააღმდეგ გამართავს. ამ უკანასკნელს ფიური 18 აგვისტოს, ბელფასტში, უინძორ პარკის არენაზე დაუპირპისრდება.

29 წლის ფიურიმ 9 ივნისს სეფერი სეფერი დაამარცხა და 2 წელიწად ნახევრიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის ტიტულისკენ მიმავალი გზა წარმატებით დაიწყო. ტაისონს გამარჯვების მოსაპოვებლად 4 რაუნდი დასჭირდა და პიანეტასთანაც აშკარა ფავორიტად ითვლება.

გერმანელმა მოკრივემ ჩემპიონის ტიტულისთვის ორჯერ იბრძოლა და ჯერ ვლადიმირ კლიჩკოსთან ხოლო შემდეგ რუსლან ჩაგაევთან დამარცხდა. პიანეტას კარიერის მანძილზე 40 ორთაბრძოლა აქვს გამართული საიდანაც 35 მოიგო, 21 ნოკაუტით და 4-ში დამარცხდა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. რაც შეეხება ფიურის ამ უკანასკნელს  არცერთი ბრძოლა არ წაუგია და 26-დან 26 გამარჯვება აქვს.   

ტაისონის აგენტმა, ფრენკ უორენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

„სეფერისთან ბრძოლა წარსულს ჩაბარდა პიანეტა უკეთესი მოკრივეა და იგი ფიურის უფრო დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. ტაისონს 2 წელიწად ნახევრიანი პაუზა ჰქონდა და დაბრუნების შემდეგ გამართულ რიგით მეორე ჩხუბში პიანეტას დონის მოკრივესთან დაპირისპირება საკმაოდ მნიშვნელოვანია. იგი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დასაბრუნებლად ემზადება, თუმცა მიზნის მისაღწევად რამდენიმე  ბრძოლის მოგება სჭირდება“.

ცხელი ამბები