კლემენ ლენგლე - „ბარსელონას“ მორიგი ტრანსფერი
Aa
Aa

კლემენ ლენგლე - „ბარსელონას“ მორიგი ტრანსფერი

კატალონიურმა „ბარსელონამ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა. „გრემიოდან“ ნიჭიერი ფეხბურთელის, არტურის გადაბირების შემდეგ, კატალონიურ გრანდს „სევილიადან“ მცველი, კლემენ ლენგლე შეუერთდა. ეს ტრანსფერი „ბარსელონას“ 35.9 მლნ ევრო დაუჯდა. ფეხბურთელმა კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის „ბარსელონას“ ფეხბურთელი 2023 წლის 30 ივნისამდე იქნება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 300 მლნ ევროს შეადგენს.

 

კლემენ ლენგლე 1995 წლის 17 ივნისს, საფრანგეთში დაიბადა. დღესდღეობით მას ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მცველად მიიჩნევენ. ლენგლემ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორმით 10 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები