Aa
Aa

"ეს ოქროს მომენტები მეხსიერებაში სამუდამოდ დამრჩება" - ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დაემშვიდობა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონის, "გოლდენ სტეიტ ვორიორზის" ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია გუნდს დაემშვიდობა და ამასთან დაკავშირებით საკუთარ "ინსტაგრამზე" წერილი გაავრცელა.

"სიტყვები ვერ გადმოსცემს იმას, რამდენად მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობისა და გამოცდილებისათვის, რაც ამ 2 სეზონში მივიღე. ეს ოქროს მომენტები, ჩემი და ჩემი ოჯახის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. მადლობა "ვორიორზს" სიყვარულისა და ერთიანობისათვის.

მოხარული ვარ, რომ კარიერას "დეტროიტის" რიგებში გავაგრძელებ და მთავარი მწვრთნელის, კეისის ხელმძღვანელობით ვითამაშებ. მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა ახალ თანაგუნდელებს შევხვდები და მათთან ერთად ახალ სეზონს დავიწყებ". - დაწერა ფაჩულიამ.

ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" რიგებში 2016 წლიდან თამაშობდა და ოკლენდელებთან ერთად საჩემპიონო ბეჭედი 2-ჯერ მოიგო. ქართველი ცენტრი ხსენებული 2 სეზონის მონაცემებით, საშუალოდ 16.1 წუთში, 5.7 ქულას, 5.3 მოხსნასა და 1.7 გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები