''ბედნიერი ვარ ''ბაიერნში'' დაბრუნებით'' - მიუნხენურ გრანდს ხორვატები გაწვრთნიან
Aa
Aa

''ბედნიერი ვარ ''ბაიერნში'' დაბრუნებით'' - მიუნხენურ გრანდს ხორვატები გაწვრთნიან

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის ასისტენტად მისი ძმა რობერტი იმუშავებს.

‘‘2005 წელს როცა ბაიერნი დავტოვე, ვერ ვიფიქრებდი რომ გუნდში მწვრთნელის ამპლუაში დავბრუნდებოდი. ბაიერნში შესანიშნავი პერიოდი გავატარე. კლუბში ძალიან წარმატებული პერიოდი გავატარე. ბედნიერი ვარ რომ გუნდში მუშაობის შანსი მივიღე. მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას’’ - აღნიშნა რობერტ კოვაჩმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

2001 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ბაიერნმა ძმები კოვაჩები გადაიბირა. ნიკო კოვაჩი 2001-03 წლებში ბაიერნის ღირსებას იცავდა, ხოლო რობერტმა მიუნხენური გრანდი 2005 წელს დატოვა.

2016-18 წლებში ნიკო კოვაჩი აინტრახტს წვრთნიდა და მისი ასისტენტი რობერტ კოვაჩი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები