გიგზი: ''რონალდუ შეპყრობილია იმ აზრით, რომ ის მესიზე უკეთესი უნდა იყოს''
Aa
Aa

გიგზი: ''რონალდუ შეპყრობილია იმ აზრით, რომ ის მესიზე უკეთესი უნდა იყოს''

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა უელსელმა ფეხბურთელმა რაიან გიგზმა კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან ეს ნაბიჯი მესისთან კონკურენციის გამო გადადგა.

„რონალდუ შეპყრობილია იმ აზრით, რომ ის მესიზე უკეთესი უნდა იყოს. მას ამჟამად აქვს სათქმელი, რომ თქვას - მე ტრიუმფი მქონდა ინგლისში, ესპანეთში, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად და ახლა უკვე იტალიაშიც.

შესაძლოა ეს რონალდუს არგუმენტი იყოს იმ კითხვის დასმის დროს, როდესაც ხალხი დაობს რონალდუ ჯობია თუ მესი.

„მანჩესტერ“ იუნაიტედში“, „რეალში“ და „იუვენტუსში“ თამაში ვიღაცისთვის შესაძლოა ცხოვრების ოცნება და ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყოს, თუმცა რონალდუსთვის ეს მორიგი გამოწვევაა“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ რონალდუ 105 მილიონ ფუნტად შეიძინა. ხუან კუადრადომ თავისი შვიდნომრიანი მაისური კრიშტიანუს უკვე ოფიციალურად დაუთმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები