Aa
Aa

წარმატებული სვლა გრძელდება! ტოჩინოშინმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა!

ლევან გორგაძემ, "ნაგოია ბაშოზე" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი ამჯერად დასავლეთის მეორე მაეგაშირას, კოტოშოგიკუს, დაუპირისპირდა და მეტოქეს იორიკირის ილეთით სძლია.

ქართველი სეკიტორი ჯერჯერობით დაუმარცხებელია და ტურნირს სეკივაკეს წოდების მქონე მიტაკეუმისთან ერთად 5 მოგებითა და 0 მარცხით ლიდერობს.

კოტოშოგიკუ სიმაღლეში 180 სანტიმეტრია და 178 კილოგრამს იწონის, დღევანდელ მატჩამდე იაპონელ სუმოისტს ურთიერთშეხვედრებში აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ლევანმა მასთან 32-დან მხოლოდ 8 შეხვედრაში იმარჯვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინს კოტოშოგიკუ ბოლო სამ ორთაბრძოლაში ჰყავდა დამარცხებული. ამ უკანასკნელს მაკუუჩის დივიზიონში 532 მოგება და 522 წაგება აქვს.

ქართველი ოძეკის მომდევნო მეტოქე კომუსუბის წოდების მქონე ტამავაში იქნება, მონღოლი სუმოსტი სიმაღლეში 188 სანტიმეტრია და 174 კილოგრამს იწონის. ურთიერთშეხვედრებში აშკარა უპირატესობა ტოჩინოშინის მხარესაა, ლევანმა 17 ბრძოლიდან 13-ში იმარჯვა.

რაც შეეხება გაგამარუს, იგი ოკურიდაშის ილეთით ჩიიონოუმისთან დამარცხდა.

ასევე იხილეთ: „ნაგოია ბაშო“ ჰაკუჰოს გარეშე გაგრძელდება

ცხელი ამბები