Aa
Aa

ხორვატია ფინალშია! ბალკანელებმა ისტორია დაწერეს!

ისტორიაში პირველად - ხორვატია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს!

ზლატკო დალიჩის გუნდმა ინგლისის ნაკრები 2:1 დაამარცხა და ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ბალკანელებმა ბრიტანელებს 120 წუთის განმავლობაში აშკარად აჯობეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

ანგარიში ინგლისმა გახსნა. მე-5 წუთზე კირან ტრიპიერის ზუსტი საჯარიმოთი ბრიტანელები დაწინაურდნენ.

პირველ ნახევარში ინგლისი დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა მეორე ნახევარში ხორვატები უპირატესობას დაეუფლნენ და 68-ე წუთზე ივან პერიშიჩმა წონასწორობა აღადგინა.

მატჩი დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც კვლავ ხორვატებმა ივარგეს და 109-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩმა ისტორიული გოლი გაიტანა.

ინგლისელთა დაცვამ აშკარად შესცოდა. პერიშიჩის თავური გადაცემის დროს უკანა ხაზს ჩამოეძინა, რითიც მანჯუკიჩმა ისარგებლა.

გარეთ საუთგეითის გუნდმა 120 წუთის განმავლობაში კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა. მუნდიალის ნახევარფინალში მოთამაშე ნაკრები ასე არ უნდა თამაშობდეს...

ხორვატიამ ისტორია დაწერა. ზლატკო დალიჩის გუნდმა მთელი მუნდიალის მანძილზე ლამაზად და დამაჯერებლად იასპარეზა და ფინალშიც დამსახურებულად გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები