Aa
Aa

ჰიპერსენსაცია უიმბლდონზე - ფედერერი ტურნირს გამოეთიშა!

უიმბლდონის 8 გზის გამარჯვებული, როჯერ ფედერერი წლევანდელ გათამაშებას 1/4 ფინალური სტადიიდან გამოეთიშა. ვეტერანი შვეიცარიელი მსოფლიოს მე-8 ჩოგან კევინ ანდერსონთან დამარცხდა.

ფედერერის წაგება უდავოდ სენსაციაა, თანაც იგი სამხრეთ აფრიკელს სეტებში 2:0-ს უგებდა - პირველი და მეორე პარტია შესაბამისად - 6:2 და 7:6 მოიგო.

მე-3 სეტის მე-10 გეიმში, ფედერერს მეტოქის მოწოდებაზე მატჩ-პოინტი მიეცა, რომლის ანდერსონმა გადაარჩინა და შვეიცარიელის დაღმასვლაც აქედან დაიწყო. "მხიარულმა როჯერმა" საკუთარი გეიმიც დაკარგა, სეტი 5:7 დათმო და მისმა მეტოქემ ანგარიში 2:1-მდე შეამცირა.

მე-4 სეტში ანდერსონმა ერთადერთი ბრეიკით იმარჯვა, თანაც მას ფედერერისთვის ბრეიკ-პოინტიც არ მიუცია. შვეიცარიელი უჩვეულო შეცდომებს უშვებდა, თანაც საკმაოდ ხშირად...

გადამწყვეტი პარტია სუპერდაძაბული გამოდგა. მე-8 გეიმში ფედერერს ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ საქმე 6:6-ის შემდეგაც გაგრძელდა - მომგები ჩოგბურთელი წინ აუცილებლად 2 გეიმით უნდა გასულიყო.

11:11-მდე ბრეიკ-პოინტი აღარ ყოფილა, ამ ანგარიშზე კი ანდერსონმა შანსი მიიღო, ფედერერმა საფრთხე ვერ გამოიყენა და საკუთარი გეიმი წააგო, რაც თითქმის თამაშის წაგებას ნიშნავდა. ასეც მოხდა, კევინმა დამაჯერებლად ჩააწოდა და 4 საათსა და 17 წუთს გაგრძელელებული ურთულესი, უმძიმესი და უდრამატულესი მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 2:6; 6:7; 7:5; 6:4: 13:11.

კევინ ანდერსონი მომდევნო წრეში ჯონ ისნერს ან მილოშ რაონიჩს შეხვდება და დიდი სლემის ტურნირების მე-2 ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. იგი გასული წლის ამერიკის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

როჯერ ფედერერმა, რომელიც უიმბლდონის წინა წლის ჩემპიონია, რეიტინგში გვარიანი რაოდენობის ქულები დაკარგა, რითაც რაფა ნადალი ლიდერობას კიდევ უფრო გაიმყარებს.

თავის მხრივ, ნადალი დელ პოტროს ხვდება და 1/2 ფინალს უმიზნებს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი კეი ნიშიკორის აჯობა და არის შანსი, რომ გათამაშების 1/2 ფინალში სწორედ ესპანელ "მატადორს" დაუპირისპირდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები