ოფიციალურად: "მილანს" ახალი მფლობელი ჰყავს! - რა ბედი ელის "როსონერის"?

სიახლე 11.07.2018
A+ A- 16:56

იტალიური "მილანის" ფინანსური პრობლემები, სავარაუდოდ, დასრულდება, რადგან კლუბი ახალი მფლობელის ხელში გადავიდა. "როსონერის" ამიერიდან ამერიკული კომპანია Elliott Management Corporation-ი ფლობს, რომელსაც იტალიელთა ყოფილმა მფლობელმა, ლი იონჰონმა დათქმული 32 მილიონი ევრო დროულად ვერ გადაუხადა.

შეთანხმების მიხედვით, იონჰონს აღნიშნული ვალი ივლისის დასაწყისში უნდა დაეფარა, საბოლოოდ, მას ამერიკელებმა გარკვეული ვადა კიდევ მისცეს, თუმცა ამან ჩინელ ბიზნესმენს ვერ უშველა და როგორც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, კლუბის აქციათა 99.93% სწორედ "ელიოტის" დაქვემდებარებაში გადავიდა.

"საფეხბურთო კლუბ "მილანის" ფლობა და კონტროლი ამიერიდან "ელიოტის" პრეროგატივაა. აქციათა გასხვისება მას შემდეგ მოხდა, რაც კლუბის ყოფილმა მფლობელმა კომპანიისთვის დაწესებული ვალის გადახდას თავი აარიდა.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, "ელიოტის" ხედვა შემდეგნაირია: გუნდის ფინანსური სტაბილურობა და ახალი მენეჯმენტის ჩამოყალიბება, რომელიც "მილანის" გრძელვადიან წარმატებაზე იქნება ორიენტირებული. ასევე, გამართული და მოწესრიგებული სისტემა, რომელიც უეფას ფინანსურ ფეარ-პლეის პრინციპებს სრულად დაიცავს.

კომპანია მოხარულია, რომ ამ დიდებულ კლუბს, ასეთ რთულ მდგომარეობაში გვერდში უდგას. ჩვენი გამოწვევაა, რომ ამბიციური მიზნები დავისახოთ, რომელთაც მთავარ მწვრთნელ გატუზოსთან და მის ფეხბურთელებთან ერთად მივაღწევთ.

კლუბის ფინანსური სტაბილურობისათვის, საწყის ეტაპზე 50 მილიონი ევრო გამოიყოფა, შემდეგ კი იგეგმება, რომ "მილანის" ტრანსფორმაცია და განვითარება დამატებითი კაპიტალით დაფინანსდეს". - წერია Elliott Management Corporation-ის ოფიციალურ განცხადებაში. 

გავრცელებული ცნობებით, ელიოტის წარმომადგენლები დღეს, ლონდონში, "მილანის" გენერალურ მენეჯერ მარკო ფასონეს შეხვდებიან.

კულუარულად დაიწერა ისიც, რომ ფასონე-მირაბელის დუეტთან თანამრომლობა "ელიოტის" გეგმებში არ შედის, თუმცა ჩვენი იტალიელი კოლეგები ამ ინფორმაციას უფრო ჭორს უწოდებენ და წესით, როგორც ფასონემ, ასევე, სპორტულმა დირექტორმა - მასიმილიანო მირაბელიმ თანამდებობები უნდა შეინარჩუნონ.

საკითხზე კომენტარი გააკეთა Elliott Management Corporation-ის დამარსებელმა და გენერალურმა დირექტორმა, პოლ სინგერმაც.

"ფინანსური მხარდაჭერა, სტაბილურობა და სწორი ზედამხედველობა, მსოფლიო დონის გამოცდილებისათვის და წარმატებისათვის, აუცილებელი საწინდარია.

ჩვენი კომპანია ელოდება გამოწვევას, რომ კლუბი დიდებულ ევროპულ ოჯახში დააბრუნოს, იქ, სადაც ყოფნა "მილანს" ნამდვილად ეკუთვნის. "ელიოტს" ამ გუნდის ღირსებისა და ღირებულებების მტკიცედ სჯერა". 

Elliott Management Corporation-ი 1977 წელს, ნიუ იორკში დაარსებული საინვესტიციო კომპანიაა. 2017 წლის მონაცემებით, მისი წლიური ბრუნვა 34 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. 

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული კომპანიის ბოსები "როსონერიში" მისი ლეგენდის, პაოლო მალდინის დაბრუნებას აპირებენ, თუმცა 49 წლის იტალიელის მომავალი თანამდებობა ჯერჯერობით არ სახელდება. ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად გასულ წელს, როცა "შავ-წითლები" ლი იონჰონმა გადაიბარა, მალდინიმ კლუბში მუშაობაზე უარი განაცხადა, რაც, შესაძლოა, ჩინელის არცთუ მაღალ ავტორიტეტსა და პერსპექტივებს უკავშირდებოდა.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ ამერიკულმა კომპანიამ, შესაძლოა, "მილანი" გაყიდოს. კლუბის შეძენით რამდენიმე წარმატებული ბიზნესმენი ინტერესდება, რომელთა შორისაც, "მონაკოს" ამჟამინდელი მფლობელი, რუსი მილიარდერი, დმიტრი რიბოლოვლევი და კომპანია Mediacom-ის მფლობელი, როკო კომისო არიან.

შეგახსენებთ, რომ ლი იონჰონმა "მილანი" 2017 წლის აპრილში, სილვიო ბერლუსკონის კომპანიისგან შეიძინა, რაც ჯამში 740 მილიონი ევრო დაუჯდა. როგორც თანდათან გაირკვა, იონჰონს, რომელიც Ebay-ს ჩინურ ვარიანტს ფლობს, თანხა სრულად არ ჰქონდა და ნაწილი სწორედ Elliott Management Corporation-ისგან ისესხა.

calciomercato-ს ცნობით ''მილანის'' მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ფულის გათეთრების სკანდალში გაეხვა. აღნიშნული წყაროს ცნობით მსოფლიოს 2006 წლის ჩემპი...

იტალიურ "მილანს" ამიერიდან ამერიკული კომპანია Elliott Management Corporation-ი ფლობს, რომელსაც "როსონერის" ყოფილმა მფლობელმა, ლი იონჰონმა დათქმული 32 ...

„მილანი“ შესაძლოა კვლავ გაიყიდოს. „როსონერის“ ამჟამინდელმა მფლობელმა ლი იონჰონმა ამერიკელი ინვესტორებისთვის 28 მილიონი ფუნტის ...

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეონარდო ბონუჩისადმი ინტერესის შესახებ დიდი ხანია ვიცით. ინგლისელები "მილანის" კაპიტნის გადასაბირებლად სერიოზულ ბრძოლას აპირებე...

„მილანის“ ესპანელი შემტევი სუსო შესაძლოა მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდეს. Football-Italia-ს ცნობით, ფეხბურთელის პირადმა აგენტმა ალ...

UEFA-მ „მილანი“ ფეარ პლეის წესების დარღვევის გამო ევროტურნირებიდან ოფიციალურად მოკვეთა. ევროპა ლიგაზე „მილანის“ ნაცვლად &bdquo...

იტალიური "მილანის" დიდების დარბაზის წევრ კახა კალაძეს, კლუბში ხშირად იხსენებენ. ქართველი მცველი ამჯერად მილანელთა "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" გვერდებმა...

საფეხბურთო კლუბმა "ვენეციამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფილიპო ინძაგი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. "პიპო" ვენეციელთა პრეზიდენტს გუშინ ...

რაფა ბენიტესის მეთაურობით „ლივერპულმა“ 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი შემოგვთავაზა. ინგლისელებმა პირველი ტაიმი 3-0 წა...

რიგით 21-ე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ამ სტადიის დებიუტანტი, ხორვატია დაამარცხა და ფეხბურთის ყველაზე პრესტ...

კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ მადრიდის „რეალმა“ ფინანსური და მარკეტინგული კუთხით საკმაოდ დიდი ზარალი ნახა. პორტუგალიელ ფეხბურთელს სოცი...

რონალდომ 1998 წელს საფრანგეთში გამართული მუნდიალი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით დაასრულა, თუმცა „სელესაო“ მხოლოდ და მხოლოდ ვერცხ...

calciomercato-ს ცნობით ''მილანის'' მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ფულის გათეთრების სკანდალში გაეხვა. აღნიშნული წყაროს ცნობით მსოფლიოს 2006 წლის ჩემპი...

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან...

პოლონეთის სუპერთასის ფინალში ლუკა ზარანდიას ''არკამ'' 3:2 დაამარცხა ვარშავას ''ლეგია.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა შემტევმა ითამა...

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გამოვლინდა. ბელგიამ ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა და მესამე ადგილი ისტორიაში პირველად დაიკავა. &...

დღეს ცნობილი გახდა, რომ ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამ ინფორმაციას არგენტინული პრესა ოფიციალურად ადასტურებს. როგორ...

შვედეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში ''გიოტებორგმა'' შინ 2:0 დაამარცხა ''ორებრო.'' ანგარიში გამარჯვებულთა ქართველმა ნახევარმცველმა გი...

პოლონეთის სუპერთასის ფინალში ლუკა ზარანდიას ''არკამ'' 3:2 დაამარცხა ვარშავას ''ლეგია.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა შემტევმა ითამა...

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მე-3 ადგილოსანი, სანქტ-პეტერბურგში, ინგლისისა და ბელგიის ნაკრებთა შეხვედრაში გაირკვა. 2002 წლის თურქეთი-ბრაზილიის შემდე...

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან...

''ნაპოლის'' ფეხბურთელი ჟორჟინიო კარიერას ლონდონის ''ჩელსიში'' გააგრძელებს. 26 წლის იტალიელმა ''არისტოკრატებთან'' ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამპლუით...

დეიგო მარადონა მას „ფეხბურთის გასხივოსნებას“ უწოდებს, არსენ ვენგერის თქმით იგი „ახალი პელეა“ და ყველაფერთან ერთად მან საფრანგე...

სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის ''რეალიდან'' 99 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ტურინის ''იუვენტუსში'' გადავიდა.  ტურინულ გუნდში რო...

ლონდონის ''ჩელსის'' მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დაინიშნა. 59 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ლონდონურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. Maurizio ...

რუსეთში მიმდინარე ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ამას ფიფასთვის ხელი არ შეუშლია, რომ მომდევნო მუნდიალის ჩატარების თარიღი გამოეცხადებინა. მომდევნ...

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან...

რეკომენდებული სიახლეები
კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ მადრიდის „რეალმა“ ფინანსური და მარკეტინგული კუთხით საკმაოდ დიდი ზარალი ნახა. პორტუგალიელ ფეხბურთელს სოცი...
15.07.2018
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან...
15.07.2018
გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გამოვლინდა. ბელგიამ ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა და მესამე ადგილი ისტორიაში პირველად დაიკავა. &...
15.07.2018
დღეს ცნობილი გახდა, რომ ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამ ინფორმაციას არგენტინული პრესა ოფიციალურად ადასტურებს. როგორ...
15.07.2018
რიგით 21-ე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ამ სტადიის დებიუტანტი, ხორვატია დაამარცხა და ფეხბურთის ყველაზე პრესტ...
15.07.2018
პოლონეთის სუპერთასის ფინალში ლუკა ზარანდიას ''არკამ'' 3:2 დაამარცხა ვარშავას ''ლეგია.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა შემტევმა ითამა...
15.07.2018
მენი პაკიაომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია. გამთენიისას, კუალა ლუმპურში გამართულ ორთაბრძოლაში „პაკმენმა“ ლუკას მატის...
15.07.2018
უიმბლდონის წლევანდელი გათამაშების მამაკაცთა თანრიგის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც 1/2 ფინალში, რაფა ნადალს ეპიკური მატჩი მოუგო, გადამწტყვეტი დაპ...
15.07.2018
რონალდომ 1998 წელს საფრანგეთში გამართული მუნდიალი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით დაასრულა, თუმცა „სელესაო“ მხოლოდ და მხოლოდ ვერცხ...
15.07.2018
calciomercato-ს ცნობით ''მილანის'' მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ფულის გათეთრების სკანდალში გაეხვა. აღნიშნული წყაროს ცნობით მსოფლიოს 2006 წლის ჩემპი...
15.07.2018
უკანასკნელი სიახლეები