Aa
Aa

დამაჯერებელი სვლა გრძელდება! ტოჩინოშინის ზედიზედ მეოთხე!

"ნაგოია ბაშოს" მეოთხე დღეს ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე აბის დაუპირისპირდა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. 

ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ტოჩინოშინმა ოშიდაშის ილეთით იმძლავრა.

აბი სიმაღლეში 187 სანტიმეტრია და 140 კილოგრამს იწონის. ეს უკანასკნელი დღევანდელ მატჩამდე ქართველ სეკიტორს დოჰიოზე მხოლოდ ერთხელ, 2018 წლის "ნაცუ ბაშოზე" შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. აბის მაკუუჩის დივიზიონში 28 მოგება და 21 მარცხი აქვს.

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე დასავლეთის პირველი მაეგაშირა, კოტოშოგიკუ იქნება. იაპონელი სუმოისტი სიმაღლეში 180 სანტიმეტრია და 178 კილოგრამს იწონის. ურთიერთშეხვედრებში აშკარა უპირატესობა კოტოშოგიკუს მხარესაა, ამ უკანასკნელს 32 შეხვედრიდან 24 მოგებული აქვს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა ბოლო სამ ბრძოლაში იმარჯვა. კოტოშოგიკუს მაკუუჩის დივიზიონში 532 მოგება და 522 წაგება აქვს.

რაც შეეხება გაგამარუს, თეიმურაზ ჯუღელი ჩიონოოსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ასევე იხილეთ: „ნაგოია ბაშო“ ჰაკუჰოს გარეშე გაგრძელდება

ცხელი ამბები