ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრებმა ბელგიას სძლია და მუნდიალის გადამწყვეტი მატჩის საგზური მოიპოვა.

მეგობრული სტარტი

გუშინდელი შეხვედრა ორივე ნაკრების მოთამაშეებისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო, თუმცა დაძაბულობა დაპირისპირების დაწყებამდე საერთოდ არ იგრძნობოდა. შეხვედრის სტარტამდე რამდენიმე წუთით ადრე ვინსენტ კომპანი, მიჩი ბაჩუაი, კევინ დე ბრუინი, ბენჟამინ მენდი და სამუელ უმტიტი ერთმანეთთან მეგობრულად საუბრობდნენ და იცინოდნენ.

შეუდარებელი პატრის ევრა

პატრის ევრამ ფეხბურთელის კარიერის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და საინტერესო მოთამაშის სტატუსი დაიმკვიდრა და გუშინ თავისი უნიკალურობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, რომელსაც „მამლების“ რიგებში 81 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საკუთარ გუნდს მხარი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული საინტერესო პოსტით დაუჭირა.

ლეგენდარული დუეტი

გუშინდელ მატჩზე ნაცნობი სახეები მხოლოდ ფეხბურთელებს არ უნახავთ, ეროვნული ჰიმნების დასრულების შემდეგ დიდიე დეშამი თავის ყოფილ თანაგუნდელს და ამჟამინდელ ბელგიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტს, ტიერი ანრის, შეხვდა და გულთბილად მიესალმა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა დუეტმა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

ფეხბურთმა Times Square დაიპყრო

ნიუ-იორკში მყოფ გულშემატკივრებს საფრანგეთი-ბელგიის დაპირისპირების ხილვა გიგანტურ ბილბორდზე, სახელად „მეგა-ზილა“-ზე შეეძლოთ.

ამერიკელების მიხედვით 23 მეტრის სიგრძის და 100 მეტრი სიგანის ტელევიზორი მსოფლიოში ყველაზე დიდია.

ნახევარფინალური მატჩის სანახავად თავი ასობით ადამიანმა მოიყარა და მიუხედავად ცხელი დღისა საოცარი მატჩით დატკბა.

მბაპემ ფერდინანდი გააოცა

მბაპე მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენაა. 19 წლის ფრანგი ფეხბურთელი საოცარ ფორმაში იმყოფება და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. გუშინ კილიანმა ოლივიე ჟირუს მისამართით საოცარი გადაცემა შეასრულა, რომელმაც გულშემატკივრების გულები დაიპყრო და რიო ფერდინანდი გააოცა.

 

 

ჟირუს "საოცარი" მსოფლიო

ოლივიე ჟირუ მაღალი დონის თავდამსხმელია, თუმცა კარგი მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილად არ აქვს. "ჩელსის" ფეხბურთელს მუნდიალზე ნათამაშები 425 წუთის მანძილზე მეტოქე გუნდის კარის ჩარჩოში ბურთი არცერთხელ მოუხვედრებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები