Aa
Aa

დამაჯერებლად და ფავორიტის სტატუსით - საფრანგეთი ფინალშია!

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა - დიდიე დეშამის საფრანგეთის ნაკრები 15 ივლისს მოსკოვში "ლუჟნიკებზე" ითამაშებს.

საფრანგეთმა ბელგია ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებულად 1:0 გაიმარჯვა.

შეხვედრის პირველი ნახევარი შედარებით თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. აქტიური იყო ბელგიელთა ათიანი ედენ აზარი. ალდერვეირელდის ბრწყინვალე დარტყმული მოიგერია უგო ლორისმა.

ამბობენ მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო... დიდიე დეშამის გუნდმა შესვენების შემდეგ ბელგიელებს შანსი არ დაუტოვა.

გამარჯვების მომტანი გოლი "ბარსელონას" უკანახაზელმა სამუელ უმტიტიმ ანტუან გრიზმანის კუთხურის შემდეგ გაიტანა.

ბელგიამ მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ვერ მოახერხა. მარტინესის გუნდი ხიფათს მხოლოდ ჩაწოდებების შემდეგ ქმნიდა.

ფრანგებმა აზარი, დებრუინი და ლუკაკუ მოედნიდან გააქრეს და გაიმარჯვეს კიდეც. დეშამის გუნდი ზედიზედ მეორე ფინალს ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალის წაგების შემდეგ, "მამლებს" შანსი ეძლევათ რომ მუნდიალი მოიგონ და პლანეტის უძლიერესი გუნდის სტატუსი დაისაკუთრონ.

საფრანგეთის მეტოქის ვინაობა დღეს ხორვატიასა და ინგლისს შორის გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები