clutchpoints:
Aa
Aa

clutchpoints: "გოლდენ სტეიტი" ფაჩულიას მაინც არ გაუშვებს?

ამერიკული გამოცემა clutchpoints-ის ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტ ვორიორზი" თავის ერთ-ერთ კალათბურთელთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს - დევიდ ვესტთან ან ზაზა ფაჩულიასთან.

ორივე ეს მოთამაშე "ორაკლ არენაზე" 2016 წლიდან ასპარეზობს და როგორც ირკვევა, ისინი კლუბის გადაწყვეტილებას დაელოდებიან. ამჟამად "ვორიორზის" რუსტერში 13 კაცი ირიცხება და იგი 14-მდე უნდა გაიზარდოს.

საგულისხმოა, რომ ოკლენდელებმა დემარკუს კაზინსი დაიმატეს, რომელიც ზაზა ფაჩულიას პოზიციისაა, დევიდ ვესტი კი მძიმე ფორვარდი გახლავთ. ამასთანავე, კაზინსის გადაბირების შემდეგ, კალიფორნიელებს "უმაღლესი კატეგორიის" კალათბურთელის დამატების საშუალება აღარ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ვესტიც და ფაჩულიაც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობენ. ქართველი ცენტრი ბოლო 2 სეზონის მონაცემებით, საშუალოდ 16.1 წუთში, 5.7 ქულას, 5.3 მოხსნასა და 1.7 გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები