ლუკა მოდრიჩი:
Aa
Aa

ლუკა მოდრიჩი: "ვფიქრობ კრიშტიანუ "რეალში" დარჩება"

ლუკა მოდრიჩი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად კრიშტიანუს „იუვეში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებული ჭორებისა, პორტუგალიელი მადრიდში დარჩება.

33 წლის შემტევის სანაცვლოდ „სერია ა“-ს ჩემპიონები 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ, ხოლო რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა განაცხადა, რომ კრიშტიანუს ახალი გამოწვევების გადალახვა სურს და შესაძლოა მადრიდული კლუბის დატოვების ვარიანტიც განიხილოს.

ესპანურ გამოცემა, “AS“-თან საუბრისას, მოდრიჩმა განაცხადა: „ვფიქრობ კრიშტიანუ „რეალში“ დარჩება. ეს ჩემი აზრია, მაგრამ ნამდვილად კარგი იქნება, თუ რონალდუ „სამეფო კლუბს“ არ დატოვებს. მისი სხვა გუნდის მაისურით ხილვა ვერ წარმომიდგენია. იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მისი მადრიდში დარჩენა სწორედ ამიტომ მინდა. რონალდუ ჩვენთვის ბევრს ნიშნავს და იმედი მაქვს „რეალის“ შემადგენლობაში კიდევ დიდხანს ითამაშებს. ვნახოთ რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ “Sport media set”-ის ინფორმაციით კრიშტიანუს ფასმა 118 მილიონ ფუნტამდე აიწია, რამაც შესაძლოა ტრანსფერის განხორციელებას ხელი შეუშალოს. რონალდუს წასვლის შემთხვევაში მადრიდელები მბაპეს ან ნეიმარის გადმობირებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები