NBA-ის ყოფილი მოთამაშის ტრაგიკული სიკვდილი
Aa
Aa

NBA-ის ყოფილი მოთამაშის ტრაგიკული სიკვდილი

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით სამართალდამცავებთან დაპირისპირების შემდეგ ეჭვმიტანილი თვითმიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ამერიკელი ჟურნალისტების ინფორმაციით აღნიშნული პიროვნება "საკრამენტო კინგსის" და "მოსკოვის ხიმკის" ყოფილი მოთამაშე, ტაილერ ჰანიკატი იყო.

ამერიკული გამოცემების მიხედვით სამართალდამცავები ტაილერის დედამ გამოიძახა, რომელმაც 911-თან საუბრისას საკუთარი შვილის ქცევას "მოულოდნელი" და "უცნაური" უწოდა.  ლოს-ანჯელესის პოლიცია ადგილზე მალევე გამოცხადდა,  ჰანიკატმა მათ ცეცხლი გაუხსნა, რასაც პოლიციელების მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.  ჟურნალისტების ინფორმაციით ტაილერი ამის შემდეგ სახლში ჩაიკეტა და სამართალდამცავებს სპეცრაზმისა და კრიზისული სიტუაციების ექსპერტების გამოძახება მოუწიათ.  დიდხნიანი ლოდინის შემდეგ სპეცრაზმმა სახლის შტურმით აღება გადაწყვიტა და შიგნით შესულებმა გარდაცვლილი კალათბურთელი იპოვეს.

თავდაპირველი ინფორმაციით ჰანიკატი პოლიციის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა, თუმცა როგორც შემდეგში გაირკვა იგი თვითმიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა...

ჰანიკატი 27 წლის იყო, 2011 წელს იგი დრაფტზე "საკრამენტომ" აირჩია, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ტაილერმა ორი წელი გაატარა, შემდეგ კი ევროპაში წავიდა, ბოლოს იგი "ხიმკის" ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები