დანიელ კორმიე მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონია
Aa
Aa

დანიელ კორმიე მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონია

დანიელ კორმიემ დაძაბულ და საინტერესეო ორთაბრძოლაში სტიპე მიოჩიჩი დაამარცხა და მძიმე წონითი კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონის ქამარი დაისაკუთრა. კორმიე კონორ მაკგრეგორს შეუერთდა და UFC-ის ჩემპიონობა ორ სხვადასხვა კატეგორიაში მოიპოვა.

 

მიოჩიჩისა და კორმიეს დაპირისპირება ორმხრივ შეტევებში დაიწყო, დანიელს თავიდან გაუჭირდა, თუმცა როგორც კი მომენტი იხელთა დარტყმების საოცარი სერია განახორციელა და მოწინააღმდეგე ნოკაუტით პირველივე რაუნდში დააგდო.

 

მატჩის შემდეგ კორმიემ განაცხადა: „მძიმე წონით კატეგორიაში დიდხანს ვასპარეზობდი და დივიზიონის დატოვებაც მომიწია. წარმოდგენა არ მქონდა რას მივაღწევდი მაგრამ დღეს პასუხი ყველაფერზე მივიღე. 39 წლის ვარ და კარიერის მანძილზე ხშირად მეორე ვიყავი, მაგრამ რამდენიმე წამის წინ იმას მივაღწიე, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი“.

 

საინტერესოა, რომ მატჩის შემდეგ ოქტაგონზე ბროკ ლესნარი გამოჩნდა, რომელმაც კორმიეს ხელი ჰკრა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაიმართა.

 

ცხელი ამბები