Aa
Aa

"ნაგოია ბაშოს" ბრწყინვალე სტარტი - ტოჩინოშინმა პირველი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო

"ნაგოია ბაშოზე" ტოჩინოშინის სტარტი წარმატებული გამოდგა, ქართველმა სეკიტორმა  პირველი ორთაბრძოლა შესანიშნავად ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ლევანმა მეტოქეს იორიკირის ილეთით სძლია და ოძეკის რანგში პირველი მოგება მიითვალა.

ტოჩინოშინის პირველი მეტოქე, იკიოი გახლდათ, ეს უკანასკნელი აღმოსავლეთი მეორე მაეგაშირაა, თუმცა ლევანთან გამკლავება ძალიან უჭირს.  დღევანდელ ორთაბრძოლამდე იაპონელს 11-დან მხოლოდ 4 დაპირისპირება ჰქონდა მოგებული. იკიოი სიმაღლეში 194 სანტიმეტრია და 168 კილოგრამს იწონის. მაკუუჩის დივიზიონში მას 261 მოგება და 279 მარცხი აქვს.

მეორე ტურში ქართველ სეკიტორს ჩიონოკუნის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. ეს უკანასკნელი დასავლეთის მეორე მაეგაშირაა და გორგაძესთან 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთში მოახერხა. ჩიონოკუნი სიმაღლეში 183 სანტიმეტრია და 145 კილოგრამს იწონის. მას მაკუუჩის დივიზიონში 124 მოგება და 134 მარცხი აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოისტს, გაგამარუმ ჯურიოს დივიზიონის პირველი შეხვედრა მოიგო და ოშიდაშის ილეთით ტოკუშორიუ დაამარცხა.

ცხელი ამბები