მსოფლიოს პირველი ჩოგანი უიმბლდონიდან გავარდა
Aa
Aa

მსოფლიოს პირველი ჩოგანი უიმბლდონიდან გავარდა

ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სიმონა ჰალეპი უიმბლდონის მე-3 წრეში, ტაივანელ ჰსიე სუ-ვეისთან დამარცხდა. 

ჰალეპმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, რის შემდეგაც 4:6 წააგო, თუმცა ბოლო სეტში 5:2-ზე დაწინაურდა და თამაშის დახურვის იდეალური შანსი მიეცა. ტაივანელი სწორედ ამ დროს გამოცოცხლდა, ჯერ თავისი გეიმი აიღო, რასაც ბრეიკი მიაყოლა და ანგარიში 4:5 გახადა. 

ჰსიეს ჩაწოდებაზე ჰალეპს მატჩ-პოინტი მიეცა, რომელიც ვერ გამოიყენა, გეიმი წააგო და საბოლოოდ - 6:3, 4:6; 5:7 დათმო და ტურნირს გამოეთიშა, რის გამოც საკმაოდ ბევრი სარეიტინგო ქულა დააკლდება, რადგან წინა წლის უიმბლდონზე 1/4 ფინალში ითამაშა.

ჰსიე სუ-ვეი გათამაშების მომდევნო წრეში დომინიკა ციბულკოვასა და ელიზ მერტენსის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები