ტონი პარკერმა
Aa
Aa

ტონი პარკერმა "სან ანტონიო" დატოვა

იყო დრო "სან ანტონიოს" პარკერი, ჯინობილი, დანკანის ტრიოს გარეშე ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა დასასრული ყველაფერს აქვს და ლეგენდარული სამეულიდან "სპურსში" მხოლოდ "არგენტინელი ჯადოქარიღა" დარჩა. ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით ლეგენდარულმა ფრანგმა კონტრაქტი "შარლოტ ჰორნეთსთან" გააფორმა. ტონი ახალ გუნდში 2 წელი დარჩება და ანაზღაურების სახით 10 მილიონს მიიღებს.

ჩრდილოეთ კაროლინელებს დიდი ხანია სათადარიგო სკამზე კარგი გამთამაშებელი არ ჰყოლიათ და გამოცდილი პარკერი აღნიშნულ როლს იდეალურად მოირგებს. შეგახსენებთ, რომ "ჰორნეთსის" ახალი მწვრთნელი ჯეიმს ბორეგოა, ეს უკანასკნელი "სპურსში" გრეგ პოპოვიჩის თანაშემწე იყო და ტონის შესაძლებლობებს მშვენივრად იცნობს.

ტეხასელებს პარკერის შენარჩუნება სურდათ, თუმცა ტონის მეტი სათამაშო დრო სურდაა და "შარლოტი" იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა. ფრანგმა გამთამაშებელმა გრეგ პოპოვიჩის კონტრაქტის გაფორმებამდე რამდენიმე საათით ადრე დაურეკა და საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო.

პარკერი "სპურსის" ღირსებას 2001 წლიდან იცავს, გუნდთან ერთად მან ჩემპიონობა 4-ჯერ იზეიმა და 2007 წლის ფინალების საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები