Aa
Aa

ოფიციალურად: ბუფონი "პსჟ"-ს ფეხბურთელია!

ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" ოფიციალურმა საიტმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, რომ ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას მათი გუნდის რიგებში გააგრძელებს.

"საფეხბურთო კლუბი "პარი სენ ჟერმენი" ბედნიერია, გაცნობოთ, რომ გუნდის შემადგენლობაში ჯანლუიჯი ბუფონი ჩაირიცხა. იგი კლუბს დღეს, პარასკევს შეუერთდა და 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა". - ვკითხულობთ "პსჟ"-ს განცხადებაში.

პრესაში გავრცელებული ცნობებით, ბუფონის წლიური ხელფასი 4 მილიონი ევრო იქნება. 

"პარი სენ ჟერმენში" გადასვლა შესანიშნავი გრძნობაა. ჩემს კარიერაში პირველად, საკუთარი ქვეყანა დავტოვე და ეს მხოლოდ ასეთი ამბიციური პროექტისთვის გავაკეთე. გამოცხადებული ნდობისათვის, კლუბის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს, მადლობას ვუხდი". - ციტირებს "ჯიჯის" პარიზელთა ოფიციალური საიტი.

ჯანლუიჯი ბუფონმა "იუვენტუსი" 17 წლიანი თანამშრომბლობის შემდეგ დატოვა. მას პროფესიონალურ კარიერაში 1051 მატჩი აქვს ჩატარებული, აქტივში კი 23 ტიტული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები