''მსაჯი ძირს გვითხრიდა'' - ფალკაოს აზრით სამარცხვინო მსაჯობა იყო
Aa
Aa

''მსაჯი ძირს გვითხრიდა'' - ფალკაოს აზრით სამარცხვინო მსაჯობა იყო

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის რადამელ ფალკაოს აზრით მთავარი მსაჯი ინგლისელთა სასარგებლოდ მიკერძოებული იყო. ''მანჩესტერ იუნაიტედისა'' და ''ჩელსის'' ყოფილი ფორვარდის აზრით მარკ გეიგერი ინგლისელ ფეხბურთელებს სწყალობდა.

''მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ამერიკელის მთავარ მსაჯად დანიშვნა უჩვეულო იყო. სიმართლე გითხრა პროცესმა ეჭვები დატოვა. მსაჯის ქმედებებმა შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებაში ხელი შეგვიშალა.

როდესაც საეჭვო ვითარება იყო, ის გადაწყვეტილებას ყოველთვის ინგლისის სასარგებლოდ იღებდა. სამარცხვინოა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მოხდა. არბიტრი ძირს გვითხრიდა. მას ორივე გუნდის ფეხბურთელთა მიმართ იდენტური კრიტერიუმები არ ჰქონდა'' - აღნიშნა ფალკაომ მატჩის შემდეგ მედიასთან საუბარში.

მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო მერვედფინალი ინგლისსა და კოლუმბიას შორის შედგა და ძალიან დრამატულად წარიმართა. გარეთ საუთგეითის გუნდმა მეოთხედფინალის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვა.

უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ინგლისმა ანგარიში ჰარი კეინის პენალტის შედეგად გახსნა. აღსანიშნავია, რომ "ტოტენჰემის" ფორვარდმა თერთმეტმეტრიანი თავადვე გამოიმუშავა.

ამის შემდეგ ბრიტანელები დაცვაში ჩაჯდნენ და საკმაოდ პრაგმატულ სტილზე გადაეწყვნენ. შეხვედრის მიწურულს კოლუმბიამ პირველი კუთხური მოაწოდა, რომელიც გოლად იერი მინამ აქცია.

"ბარსელონას" უკანახაზელმა მიმდინარე მუნდიალზე მე-3 გოლი გაიტანა. დამატებით დროში სამხრეთ ამერიკელები უკეთ გამოიყურებოდნენ და მეტად ენერგიულადაც უტევდნენ.

საბოლოოდ ყველაფერი პენალტებმა გადაწყვიტა, სადაც უფრო ზუსტი ინგლისი აღმოჩნდა და საუტგეითის გუნდმა 4:3 გაიმარჯვა.

ჯორდან ჰენდერსონი გაფუჩებული დარტყმის შემდეგ კოლუმბიამ შანსი ხელიდან გაუშვა და ურიბემ ბურთი ხარიხას გაარტყა.

საბოლოოდ გადამწყვეტი პენალტი კარლოს ბაკამ გააფუჭა და გამარჯვების მომტანი დარტყმა ერიკ დაიერმა ზუსტად შეასრულა - ინგლისი მეოთხედფინალშია, სადაც ნაცნობ მეტოქეს შვედეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები