რონალდუ ''იუვეს'' ხელმძღვანელებს შეხვდა - პორტუგალიელი თითქმის ტურინელია
Aa
Aa

რონალდუ ''იუვეს'' ხელმძღვანელებს შეხვდა - პორტუგალიელი თითქმის ტურინელია

იტალიური calciomercato-ს ცნობით კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის ''იუვენტუსთან'' მოლაპარაკება დაიწყო. 33 წლის ფორვარდს სურს იტალიურ გრანდს მიმდინარე ზაფხულში შეუერთდეს.

calciomercato-ს ექსკლუზიური ინფორმაციით რონალდუ აგენტ ჟორჟოე მენდეშთან ერთად ''იუვენტუსის'' სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისა და კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ბებე მაროტას შეხვდა.

შეხვედრისას მენდეშმა ხუმრობით  რონალდუს ''იუვენტუსში'' ტრანსფერზე თქვა. ბებე მაროტამ მენდეშს უპასუხა, რომ რონალდუს გადაბირება შეუძლებელი იქნებოდა. მაროტას პასუხის შემდეგ მენდეშმა აღნიშნა, რომ მისი აზრით რონალდუს შეძენა შესაძლებელია.

მენდეშს ამჟამად ტურინის ''იუვენტუსის'' ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობა აქვს. მხარეები ტრანსფერის განხორციელებაზე უკვე მუშაობენ.

mirror-ის ცნობით 95 პროცენტით შეთანხმება მიღწეულია. რონალდუ იტალიურ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის წლიური ხელფასი 26,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.

ბებე მაროტა იმედოვნებს, რომ რონალდუს ტრანსფერში 100 მილიონი ევრო საკმარისი იქნება. რონალდუს ''სამეფო კლუბთან'' კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევროა.

ამჟამად რონალდუ ''რეალში'' ყოველწლიურად ხელფასის სახით 18,5 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს. mirror-ის ცნობით რონალდუს შეძენა ''მანჩესტერ იუნაიტედსა'' და პსჟ-საც სურთ. 

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ ''რეალიდან'' შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

''უახლოეს პერიოდში მადრიდის ''რეალის'' გულშემატკივრებს მივმართავ. ახლა დასვენების დროა, შემდეგ შევუერთდები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს და გავაკეთებ განცხადებას უახლოეს რამდენიმე კვირაში. ''რეალში'' გატარებული პერიოდი შესანიშნავი იყო. ჩვენ შევქმენით ისტორია'' - აღნიშნა პორტუგალიელმა ''ლივერპულთან'' მოგებული მატჩის შემდეგ

 Bein Sports-ის ჟურნალისტის კითხვას  ''რეალთან'' დაკავშირებით რატომ ისაუბრა წარსულ დროში, რონალდუმ შემდეგი პასუხი გასცდა: '' ვფიქრობ დღეს ეს არ არის მნიშვნელოვანი. გამარჯვებით ვტკბებით და ''რეალის'' ნებისმიერი მოთამაშის მომავალი დღეს უმნიშვნელოა. ვნახოთ რა მოხდება მომავალში.''

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 2017-18 წლების სეზონის გათამაშების ფინალში მადრიდის ''რეალმა'' კიევის ოლიმპიურ სტადიონზე 3:1 დაამარცხა ''ლივერპული.'' 

1992 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგის გათამაშება იმართება. რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მან პირველად ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' ერთად 2008 წელს მოიგო აღნიშნული გათამაშება. 2009 წლიდან ''რეალის'' ფეხბურთელია და ''სამეფო კლუბთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულია. ასევე რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 120 გოლი გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები