კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელებს მოკვლით ემუქრებიან
Aa
Aa

კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელებს მოკვლით ემუქრებიან

ინგლისთან გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც კოლუმბიის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგო, ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელში სიკვდილის მუქარის შემცველი წერილები მიიღეს. ქომაგების აგრესია მატეუს ურიბეს და კარლოს ბაკასკენ იყო მიმართული. აღნიშნული დუეტი მატჩში მეორე ნახევარში ჩაერთო და პენალტების სერიაში დარტყმა გააცუდა. ურიბეს თერთმეტმეტრიანი ხარიხას მოხვდა, ხოლო „მილანის“ ფეხბურთელის პენალტი ინგლისელმა გოლკიპერმა მოიგერია.

გულშემატკივრები ყველაზე აგრესიულად ბაკას მიმართ იყვნენ განწყობილი. ქომაგებს მიაჩნიათ, რომ კარლოსმა ძალიან ცუდად ითამაშა და გუნდის მუნდიალს მიღმა დატოვება სწორედ მისმა საშინელმა ასპარეზობამ განაპირობა. კოლუმბიელი გულშემატკივრები ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ბაკას და ნაკრების სხვა ფეხბურთელებს მოკვლით ემუქრებიან.

შეგახენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა. იაპონიასთან მატჩის შემდეგ სიკვდილის მუქარის შემცველი წერილები კარლოს სანჩესმაც მიიღო და მიუხედავად პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიებისა სიტუაცია არც ინგლისთან მერვედფინალური მატჩის შემდეგ შეცვლილა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები