Aa
Aa

მძიმე ბრძოლისა და პენალტების სერიის შედეგად ინგლისი მეოთხედფინალშია!

მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო მერვედფინალი ინგლისსა და კოლუმბიას შორის შედგა და ძალიან დრამატულად წარიმართა.

გარეთ საუთგეითის გუნდმა მეოთხედფინალის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვა.

უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ინგლისმა ანგარიში ჰარი კეინის პენალტის შედეგად გახსნა.

აღსანიშნავია, რომ "ტოტენჰემის" ფორვარდმა თერთმეტმეტრიანი თავადვე გამოიმუშავა.

ამის შემდეგ ბრიტანელები დაცვაში ჩაჯდნენ და საკმაოდ პრაგმატულ სტილზე გადაეწყვნენ.

შეხვედრის მიწურულს კოლუმბიამ პირველი კუთხური მოაწოდა, რომელიც გოლად იერი მინამ აქცია.

"ბარსელონას" უკანახაზელმა მიმდინარე მუნდიალზე მე-3 გოლი გაიტანა.

დამატებით დროში სამხრეთ ამერიკელები უკეთ გამოიყურებოდნენ და მეტად ენერგიულადაც უტევდნენ.

საბოლოოდ ყველაფერი პენალტებმა გადაწყვიტა, სადაც უფრო ზუსტი ინგლისი აღმოჩნდა.

ჯორდან ჰენდერსონი გაფუჩებული დარტყმის შემდეგ კოლუმბიამ შანსი ხელიდან გაუშვა და ურიბემ ბურთი ხარიხას გაარტყა.

საბოლოოდ გადამწყვეტი პენალტი კარლოს ბაკამ გააფუჭა და გამარჯვების მომტანი დარტყმა ერიკ დაიერმა ზუსტად შეასრულა - ინგლისი მეოთხედფინალშია, სადაც ნაცნობ მეტოქეს შვედეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები