მაჰრეზი ''მანჩესტერ სიტიში'' - 60-მილიონიანი შეთანხმება პრემიერლიგაში
Aa
Aa

მაჰრეზი ''მანჩესტერ სიტიში'' - 60-მილიონიანი შეთანხმება პრემიერლიგაში

Skysports-ის ცნობით ''ლესტერის''ფეხბურთელი რიად მაჰრეზი მიმდინარე კვირაში სამედიცინო შემოწმებას ''მანჩესტერ სიტიში'' გაივლის. ალჟირელი ინგლისის ჩემპიონს 60 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდება.

27 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით ''ლესტერმა'' და ''მანჩესტერ სიტიმ'' ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს.

პეპ გუარდიოლას მაჰრეზის შეძენა მიმდინარე წლის იანვარში სურდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. ალჟირის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ''მელიების'' მაისურით გასულ სეზონში 41 მატჩში 13 გოლი შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ რიად მაჰრეზი "მელიების" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 179 შეხვედრაში 48 გოლი და 38 შედეგიანი გადაცემაა.

2016 წელს მაჰრეზი "ლესტერთან" ერთად პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა და იმ მომენტიდან, ალჟირელი ფეხბურთელის სახელი საფეხბურთო ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა.

2016 წელს, როცა ''ლესტერი'' პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ვერსიით მაჰრეზი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები