მარკო ფასონე: ''უეფა უსამართლოდ მოიქცა''
Aa
Aa

მარკო ფასონე: ''უეფა უსამართლოდ მოიქცა''

მილანის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკო ფასონემ, როსონერიზე დაწესებულ დისკვალიფიკაციას უსამართლო უწოდა. იტალიური გრანდი უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და იმედი აქვს რომ ყველაფერი მის სასარგებლოდ დასრულდება. მილანის წარმომადგენლები დისკვალიფიკაციის გასაუქმებლად ყველაფერს გააკეთებნ და დარწმუნებული არიან რომ სასურველ შედეგს მიაღწევენ.

ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას მარკომ განაცახადა: „მიგვაჩნია, რომ უეფას გადაწყვეტილება დიდი უსამართლობაა. იმედი მაქვს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო ყველაფერს განსხვავებულად დაინახავს და გადაწყვეტილებას შეცვლის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბოლომდე ვიმბრძოლებთ და დისკვალიფიკაციის გასაუქმებლად ყველაფერს გავაკეთებთ“.

უეფამ „მილანს“ ევროპა ლიგაზე მონაწილეობა ერთი წლით აუკრძალა, რაც ფინანსური ფეარ პლეის წესის დარღვევით იყო განპირობებული. კლუბმა ბონუჩის, სილვას და ჩალჰანოღლუს ტრანსფერში სერიოზული თანხა გადაიხადა და დიდი ვალები დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები