აგუეროს წერილი - მადლობა ყველას სამპაოლის გარდა
Aa
Aa

აგუეროს წერილი - მადლობა ყველას სამპაოლის გარდა

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სერხიო აგუერომ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა სადაც სამპაოლის და მისი შტაბის გარდა მადლობა თითქმის ყველას გადაუხადა. არგენტინა მუნდიალს საფრანგეთთან 4-3 დამარცხების შემდეგ დაემშვიდობა. „მამლებთან“ დაპირისპირებაში სამპაოლიმ აგუერო სათადარიგო სკამზე დატოვა და მინდორზე მხოლოდ მატჩის მიწურულს შემოუშვა. ''მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელმა მეტოქის კარის აღება მოახერხა, თუმცა ეს წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

„დროა ჩემს შვილს, ოჯახს, მეგობრებს და იმ ხალხს, ვინც მუნდიალზე ჩემს გვერდით იმყოფებოდა და მუდამ ჩემს გამხნევებას ცდილობდა მადლობა გადავუხადო. ასევე მსურს ჩემი პატივისცემა არგენტინელი და სხვა ქვეყნებში მცხოვრები გულშემატკივრებისადმი გამოვხატო. მათთან ერთად მადლობას ჩემს კოლეგებს ვუხდი, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოები არიან და თითოეულ მატჩში საკუთარ სულს დებდნენ. და ბოლოს განსაკუთრებით მადლიერი ექიმების, ფიზიოთერაპევტების და მზარეულების მიმართ ვარ. თქვენ გუნდისთვის ყველაფერს აკეთებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს ბრძოლას მომავალშიც ერთად განვაგრძობთ. არგენტინა ძალიან მიყვარხარ''- აღნიშნა აგუერომ წერილში.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები